გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების კონტროლის სისტემა

ენერგიის ფასის მომატებასთან ერთად, არსებული გათბობის, სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების სისტემების (HVAC) ცუდი ფუნქციონირების, ასევე შენობების მფლობელთა მაღალი მოთხოვნების გამო, გამუდმებით იზრდება ენერგოეფექტური HVAC სისტემების საჭიროება, რადგან მათ ძირითადი წვლილი შეაქვთ შენობის ენერგეტიკულ ბალანსში.

ენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით, ჩვენი პროფესიონალები და სამშენებლო ჯგუფი დაეხმარება შენობების მფლობელებს:
გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების სათანადო გაზომვებში,
ცივი წყლის მიზანშეწონილ განაწილებაში,
ჰაერის მიზანშეწონილი განაწილების სისტემაში,
ეფექტურ ადაპტურ სავენტილაციო სისტემაში,
ჰაერის ცვლადი  დანახარჯის მქონე მიზანშეწონილი კონდიცირების სისტემებში,
მიზანშეწონილ კონტროლში CO-ს საფუძველზე, და ..,
ენერგო მენეჯმენტის ეფექტურ და საოპერაციო სისტემებში.
ენერგო მენეჯმენტის სისტემა (ემს) წარმოადგენს მიკროპროცესორული კონტროლის სისტემას, რომელიც განკუთვნილია შენობაში გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის, ელექტრო, ხანძარსაწინააღმდეგო, ლიფტების და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების/აღჭურვილობის ყველა პარამეტრის კონტროლისა და თვალყურისათვის. ემს  ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას სხვადასხვა ენერგოდაზოგვის პროგრამების მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს სისტემების ოპტიმიზირებულ ექსპლუატაციას, ასევე ხელს უწყობს დანადგარის ექსპლუატაციას და მომსახურებას.