ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა გეოთერმული სისტემების დაპროექტებას და მონტაჟს, გათბობის, კონდიცირებისა და ცხელი წყლების ღირებულების 80% –მდე შემცირების მიზნით. ჩვენი სისტემები აკმაყოფილებს გათბობის და გაგრილების მრავალ საცხოვრებელ და კომერციულ მოთხოვნებს.
ძირითადად, გეოთერმული სატუმბო დანადგარები შედგება სამი ნაწილისაგან: მიწისზედა თბოგადამცემისგან, სითბური ტუმბოსგან, ჰაერის/წყალმომარაგების სისტემისგან (არხების/მილსადენების სისტემა).
მიწისზედა თბოგადამცემი არის მილების სისტემა, მარყუჟად წოდებული, რომელსაც გრუნტში მარხავენ შენობის სიახლოვეს. სითხე (ჩვეულებრივად წყალი ან წყლისა და ანტიფრიზის ნარევი) ცირკულირებს მილებში ნიადაგის შიგნით სითბოს შთანთქმისა ან გადატანისთვის.
ზამთარში სითბურ ტუმბოს სითბო გამოაქვს თბოგადამცემიდან და მას გადასცემს ოთახის ჰაერის მიწოდების სისტემაში. ზაფხულში მიმდინარეობს უკუპროცესი: სითბურ ტუმბოს ოთახის ჰაერის სითბო გადააქვს თბოგადამცემში. ზაფხულში, ოთახის ჰაერიდან ამოღებული სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლის გასაცხელებლად, რაც უზრუნველყოფს ცხელი წყლის უფასო წყაროს. გეოთერმული სითბური ტუმბოები მოიხმარენ ნაკლები რაოდენობის ენერგიას, ვიდრე ტრადიციული სითბური სისტემები, რადგან ისინი სითბოს იღებენ მიწიდან.