ჩვენ გთავაზობთ ტესტირების, გამართვის და დაბალანსების მომსახურებას, იმ გარანტიით, რომ გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კომფორტს დაბალი ენერგო დანახარჯების დროს.
თავდაპირველი დაგეგმვა მოიცავს შემდეგ რჩევებს:
ტესტირების, გასამართი და საბალანსო სამუშაოების წინასწარი დაგეგმვისათვის მოითხოვება ყველა მხარის და პირების დასწრება. გამოსაცდელი შენობის და სისტემის ტიპი, ისევე, როგორც ტექნიკების ტესტირების, გამართვის და დაბალანსების უნარების რეალისტური შეფასება, წარმოადგენენ დაგეგმვის საკვანძო ელემენტებს.
ზოგჯერ სისტემა არ ემორჩილება დაბალანსებას ან ხელშეკრულების პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისად მოქმედებას, დამონტაჟებული გამაწონასწორებელი შიბერებისა და სარქველების რაოდენობის მიუხედავად. ჩვენი კომპეტენტური ტესტირების, გამართვისა და დაბალანსების ტექნიკოსები მზად არიან ასეთი შემთხვევებისთვის და მუშაობენ შესაბამის პირებთან, რათა შეიმუშავონ ტესტირების, რეგულირებისა და დაბალანსების შესახებ რეკომენდაციები, როგორც საბოლოო ანგარიში.
გასათვალისწინებელია, რომ ტესტირების, გასამართი და დაბალანსების სამუშაოები არ წარმოადგენენ “ექსპლუატაციაში გაშვებას”. ექსპლუატაციაში გაშვებისას, მრავალი სერვისი წარმოდგენილია კომპანიების მიერ, სადაც მუშაობენ ტექნიკოსები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ინდივიდუალურ სამშენებლო სისტემებში – გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემა, განათება, სარჩილავი სამუშაოები, ელექტრო სისტემები და დაცვის სისტემები.