მზის წყალსათბობი სისტემა

ჩვენ ვაპროექტებთ და ვახორციელებთ შემდეგი მზის წყალსათბობი სისტემის რამდენიმე სახეობას:

აქტიური გაყინვის საწინააღმდეგო დაცვის სისტემები ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპია ჩვენი კლიმატის მსგავს პირობებში, სადაც ზამთრის სეზონზე აღინიშნება ხანგრძლივი უარყოფითი ტემპერატურები. მათ არ გააჩნიათ გადინების ავზი, ამიტომ სითხე კოლექტორში არ შეიძლება შევიდეს გარე წყალგამყვანიდან. გაყინვის დაცვის უზრუნველყოფა ხდება პოლიპროპილენის გლიკოლის ანტიფრიზით, ამიტომ ის შეიძლება დარჩეს კოლექტორში იმის შემდეგ, როდესაც კონტროლერი გამორთავს ტუმბოს.

თერმოსიფონი არის ყველაზე მარტივი სისტემა. ეს სრულიად პასიური (ანუ ტუმბოების გარეშე) სისტემები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ კოლექტორი იმყოფება რეზერვუარზე დაბლა, ამიტომ ბუნებრივ კონვექციას ცხელი წყალი კოლექტორიდან გადააქვს რეზერვუარში საშინაო მეურნეობაში მოხმარებისათვის. ეს სისტემებიც ასევე არ არის შესაფერისი ცივი კლიმატისთვის.

პირდაპირი იძულებითი ცირკულაციის მქონე სისტემა თერმოსიფონის სისტემის მსგავსია, თუმცა მას აქვს ტუმბო და კოლექტორი. ტუმბოს დახმარებით შეგიძლიათ მეტი სითბო მიიღოთ კოლექტორიდან. კონტროლერი ახორციელებს გაზომვებს და როდესაც კოლექტორი ავზზე თბილი გახდება, მაშინ საჭიროების შემთხვევაში, ჩართავს ან გამორათვს ტუმბოს. ამ სისტემებს ასევე გააჩნიათ გაყინვის საწინააღმდეგო მხოლოდ ძირითადი დაცვის საშუალებები.

შექცეული უკუდენის სისტემები მოიცავენ ტევადობას და თბოგადამცემს. წყალჩასაშვები ავზის ტევადობა ისეთი ზომისაა, რომ კოლექტორსა და მილსადენებში არსებული წყალი მთლიანად შეიძლება მასში ჩაედინოს ტუმბოს გამორთვისას. ამის გამო კოლექტორში წყალი აღარ რჩება იმ მომენტში, როდესაც ის შეიძლება გაიყინოს. წყალი სისტემაში საყოფაცხოვრებო წყლისგან გამოცალკევებულია, ამიტომ მას კოლექტორის წყალიდან საყოფაცხოვრებო წყლამდე სითბოს გადასაცემად სჭირდება თბოგადამცემი.